მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო ხვიჩა კვარაცხელიას ლივერპულთან გაუქმებულ გოლზე კომენტარს აკეთებს :
“წარმოუდგენელია რომ ასეთი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს, სირცხვილია! ხვიჩამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ბურთი გააჩერა, დრიბლინგის ნაცვლად ბურთი გაისწორა, სივრცე იპოვა და გაიტანა. სირცხვილია, რომ ასეთი ლამაზი გოლი გააუქმეს” – ამბობს დელ პიერო და მსაჯებს აკრიტიკებს.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულთან პირველ ტაიმში კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, თუმცა გადამოწმების შემდეგ გააუქმეს.
კვარას ფეხი მცველზე ოდნავ წინ იყო და წესების მიხედვით თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
Post Views: 7,684