ულამაზესი გოლი გაიტანა – რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ მონაკოსთან 10-ქულიანი სისტემით ?

ხვიჩას დიდებული მატჩი რენთან – რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ 10-ქულიანი სისტემით ?

პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში რენს დაუპირისპირდა და გასვლაზე 4:1 დაამარცხა.

კვარაცხელია მწვრთნელმა მეორე ტაიმში ჩართო თამაშში და ლიმიტირებულ დროში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გოლის გატანა ვერ მოახერხა კვარა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაშიც დაეხმარა გუნდს.

ქართველმა ვარსკვლავმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ჰაკიმის და ერთი-ერთზე დატოვა მეკარესთან, რომელმაც თავის მხრივ დემბელეს გაუკეთა გადაცემა და ცარიელ კარში გაატანინა.

65-ე წუთზე გამოსულ კვარაცხელიას სტატისიკურმა გვერდმა Sofascore-მა 8 ქულა დაუწერა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება იყო.

Leave a Comment