რენთან ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ლიმიტირებული დროით გამოვიდა მინდორზე, პსჟ-ს რიგებში საუკეთესო იყო.
ხვიჩას შეტევასა და დაცვაში აქტიურობა გუნდის მწვრთნელს ლუის ენრიკეს ძალიან მოეწონა და მატჩის შემდეგ ხვიჩას შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ფეხბურთელების გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ მაინც კვარას გამოვარჩევდი. თამაშს სულ უფრო აუმჯობესებს და გუნდთან მეტად შეთამაშებული ხდება, ამის ყურება დიდი სიამოვნებაა.
ხვიჩა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემოგვიერთდა, თუმცა, ვფიქრობ, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა, რომელსაც უნახავს მისი მატჩები საქართველოს ნაკრებში თუ „ნაპოლიში“, იცის მისი პოტენციალი.
კვარა ყოველ თამაშში უკეთესი ხდება” – განაცხადა ენრიკემ.
Post Views: 5,267