“ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე” – ბუდუ ზივზივაძე განცხადებას ავრცელებს

სასიხარულო ინფორმაცია ბუდუ ზივზივაძის შესახებ

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „ჰოფენჰაიმს“ დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა და 65-ე წუთზე, ულამაზესი დარტყმით „ჰაიდენჰაიმს“ ქულა გადაურჩინა.

ზივზივაძეს წარმატებული თამაში დაუფასდა და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. Sofascore-მა ბუდუს თამაში 8.1 ქულით შეაფასა, რაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის დასასაკუთრებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ნახეთ :

Leave a Comment