ულამაზესი გოლი გაიტანა – რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ მონაკოსთან 10-ქულიანი სისტემით ?

ასე უყვართ ხვიჩა იტალიაში – რა ხდებოდა ნეაპოლის ქუჩებში, როდესაც კვარაცხელიამ და პსჟ-მ ლივერპული დაამარცხეს ?

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივართა გულებში რჩება. იტალიური Il Mattino წერს, რომ ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის საღამოს გულშემატკივრებმა დიდი ინტერესით მიადევნეს თვალი და ამის მიზეზი კვარა იყო.

წყარო წერს, რომ „ნაპოლის“ ქომაგებმა პსჟ-ს გამარჯვება ხვიჩას გამო ხმაურიანად აღნიშნეს.

კიდევ ერთი გამოცემა Campania-ც იმავეს წერს. ნეაპოლში სამშაბათ საღამოს ქომაგების ხმაური იყო და ამის მიზეზი კვარა გახლავთ.

„დიახ, სწორედ ქართველის გამო ქომაგობდა სამშაბათ საღამოს ნეაპოლი პსჟ-ს ენფილდზე. ბევრმა დონარუმას სეივებიც აღნიშნა, რომლებიც პენალტების სერიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა“.

როგორც ვხედავთ, ნეაპოლელი ქომაგები კვარაცხელიას ვერ ივიწყებენ და ეს ლოგიკურიც არის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადგილობრივმა გამოცემამ და ვეტერანმა მოთამაშემ ხვიჩას არჩევანი გააკრიტიკა, გულშემატკივრებზე ამას გავლენა არ მოუხდენია.

წყარო : Crystalsport.ge

Leave a Comment