რომან დოლიძემ UFC Fight Night 254-ზე მარვინ ვეტორი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
Sporty Salaries-ის ცნობით, რომანმა იტალიელი მეტოქის დამარცხებისთვის ჯამურად $716.000 მიიღო.
36 წლის მებრძოლმა 350 ათასი დოლარი მიიღო ორგანიზაციისგან, ასევე 300 ათასი PPV-ს გაყიდვებისგან, ხოლო 50 ათასი ბონუსი პერფორმანსისთვის. რომანმა ასევე 16 ათასი მიიღო სპონსორებისგან.
რაც შეეხება მის მეტოქეს, მარცხის მიუხედავად ვეტორიმ ჯამში $875.000 გამოიმუშავა.
წყარო : Elnews.ge
Post Views: 1,245