ხვიჩა კვარაცხელიამ “პსჟ”-ს მაისურით საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა.
კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ამჯერად მარსელს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
“პსჟ”-ს რიგებიდან გოლები დემმბელემ და მენდეშმა გაიტანეს, ერთი გოლი კი მარსელის მცველმა ჰაკიმის ჩაწოდების შემდეგ საკუთარ კარში გაიტანა.
ქართველმა ვარსკვლავმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმის მიწურულს გაიყვანა თამაშიდან ლუის ენრიკემ.
კვარაცხელია პასებს კარგად ანაწილებდა და “პსჟ”-ს პირველი გოლის მომენტში თავისი წვლილიც შეიტანა.
სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა ხვიჩას თამაში 10 ქულიდან 6.7 ქულით შეაფასა.
Post Views: 5,656