სომხებთან გასამართ უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა, რომელმაც პირველი თამაში ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო გამოტოვა. ხვიჩა საპასუხო მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.
პრესკონფერენციაზე ხვიჩამ ასევე გიორგი მიქაუტაძეც გააკეთა კომენტარი. მოგეხსენებათ, რომ ჟორჟმა კვარას ეროვნული ნაკრბეის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის გადაუსწრო და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
“სომხებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეს ცოტა ვეჩხუბე, რადგან გატანილი გოლებით გამისწრო (იცინის). თუმცა, ჩვენ ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, რადგან ორივე ყველაფერს ეროვნული ნაკრებისთვის ვაკეთებთ.” – ამბობს ხვიჩა.
Post Views: 3,060