საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვებას ეხმაურება.
“ვისურვებ, რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები არაფერმა შეცვალოს. სავსე დინამო არენა და საფეხბურთო ნაკრების ასეთი თამაში, ჩვენი რეალობის საუკეთესო სანახაობაა. გიოს და კვარას კი ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება” – წერს არველაძე.
შეგახსენებთ, რომ არველაძე ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორია. სწორედ მიქაუტაძეს და კვარაცხელიას ძალიან ცოტა აშორებთ რომ შოთის რეკორდი გააუმჯობესონ.
Post Views: 2,820