პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ქართველმა ის გააოცა.
„ტექნიკური თვალსაზრისით მის თამაშში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, არ გავუკვირვებივარ. ჩვენ მას უკვე კარგად ვიცნობთ. მსოფლიო ფეხბურთის სცენაზე კარგად ცნობილია. გუნდის დაცვითი სამუშაოს შესრულებასთან სწრაფად ადაპტირდა, ამ მხრივ გამაკვირვა. ის პირველი ბრუნდება უკან და პრესინგში ერთვება’’. – ამბობს ენრიკე.
Post Views: 9,906