საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ანჟერს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა და საფრანგეთის ჩემპიონობა ვადაზე ადრე მოიპოვა.
„კვარა“ ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი ჩაწოდების შემდეგ, დეზირე დუემ სტუმართა კარი აიღო და პსჟ-ს სამი ქულა მოუტანა. ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, დღეს კი, ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
Sofascore-მა ხვიჩას თამაში 8.7 ქულით შეაფასა და შეტევაში დუესთან ერთად დააყენა. იგივე ვითარება გვაქვს Whoscored-ის ტოპ 11-ში. სტატისტიკურმა სააგენტომ 3-4-3 ტაქტიკა გამოიყენა და კვარაცხელიასა და დუეს დუეტთან ერთად, „ნანტის“ ფორვარდი, მატის აბლინი გამოარჩია.

Post Views: 842