ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატები დაასახელა.
Opta-ს მიხედვით, ჩემპიონობის საუკეთესო შანსი „ბარსელონას“ აქვს – 23.1 პროცენტი, მეორე პოზიციაზე კი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ იმყოფება – 19.3 პროცენტი.
Opta-ს რეიტინგში მესამე პოზიციას „არსენალი“ იკავებს – 15.6 პროცენტი. მეოთხეზე „ინტერია“ – 13.8 პროცენტი. „ნერაძურის“ „რეალი“ (12.2 პროცენტი), „ბაიერნი (10.8 პროცენტი), „ასტონ ვილა“ (3.7 პროცენტი) და „დორტმუნდი“ (1.5 პროცენტი) მოჰყვებიან.
Post Views: 1,496