ხვიჩა კვარაცხელიამ ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა და პსჟ-ს მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ულამაზეს გოლთან ერთად, კვარა ასტონ ვილას წინააღმდეგ მთელი მატჩის მანძილზე აქტიური იყო და ყველასგან გამოირჩეოდა.
ცნობილმა უცხოურმა ანალიტიკურმა საფეხბურთო გვერდებმა კვარაცხელია გამოარჩიეს.
Sofascore – 8.7 ქულა
Whoscored – 8.84 ქულა
Flashscore – 8.5 ქულა.
მატჩი პარიზელებმა საბოლოოდ 3:1 მოიგეს. გუნდების განმეორებითი შეხვედრა სამშაბათს, ამჯერად ინგლისში გაიმართება.
Post Views: 908