ხვიცა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე ასტონ ვილა საკუთარ არენაზე 3:1 დაამარცხა.
გოლის გატანა მოახერხა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მეორე ტაიმის სტარტზე ნამდვილი შედევრი შემოგვთავაზა და პარიზელები წინ გაიყვანა.
პსჟ-ს რიგებიდან გოლები დუემ, კვარამ და მენდეშმა გაიტანეს.
კვარაცხელია სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნია და 10-დან 8.7 ქულა დაუწერა. აღნიშნული მაჩვენებელი კი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
ნახეთ შეფასებები.

გუნდების განმეორებითი მატჩი მომდევნო სამშაბათს გაიმართება.
Post Views: 3,027