ვიქტორ ოსიმენს მალე “გალათასარაისთან” საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდება და ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.
ოსიმენი კვლავ ნაპოლის საკუთრებაა და მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა.
ვიქტორის ყიდვას კი გრანდები ვერ ახერხებენ, რადგან ნიგერიელი დიდ ხელფასს ითხოვს.
ის სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონ ევროს ითხოვს, ანუ დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში იღებს. ამდენის გადახდაზე “მანჩესტერი” თანახმა არაა. იყო საუბრები ვიქტორით “პარი სენ ჟერმენის” დაინტერესების თაობაზე, მაგრამ გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე ამ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგია.
ოსიმენი ხშირად სტუმრობს ღამის კლუბებს, ენრიკეს კი ისეთი ფეხბურთელები არ მოსწონს, რომლებიც გართობას დიდ დროს უთმობენ.
Post Views: 5,703