L’Équipe-ს ცნობით, პსჟ ბრედლი ბარკოლას ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა მოთამაშე ყოყმანობს, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ბარკოლასთვის პარიზული კლუბის რამდენიმე გადაწყვეტილება გაუგებარი იყო, მათ შორის იანვარში ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა. ხვიჩა, ისევე როგორც ბარკოლა, მარცხენა გარემარბია, თუმცა ამ წელს ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე ქართველი შემტევი უფრო მრავალმხრივია და შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე კარგად თამაში შეუძლია. ასევე, გადამწყვეტ მატჩებში თამაშზე უფრო დიდ გავლენას ახდენს.
ლუის ენრიკეს კვარაცხელიას სათამაშო ფორმა და მოედნის ხედავ უფრო მოსწონს, ამიტომაც მწვრთნელი მნიშვნელოვან მატჩებში კვარაცხელიას აყენებს ძირითადში, ბარკოლას კი სათადარიგო სკამიდან უწევს შემოსვლა.
Post Views: 3,011