ცნობილი კულინარი ტატიანა კვეკვესკირი საკუთარ გულშემატკივრებს საინტერესო და მარტივი რეცეპტებით ყოველთვის ანებივრებს. ამჯერად მან გაგვიზიარა მარტივი წესი, თუ როგორ შეგვიძლია, სააღდგომოდ კვერცხი, სხვადასხვა ფერის გამოყენებით, მარტივად შევღებოთ:
– პირველ რიგში, მოხარშეთ კვერცხი. შემდეგ ჭიქებში 250 მილილიტრი ადუღებული წყალი მოვათავსოთ. დავუმატოთ თითო ჩაის კოვზი ძმარი. მე ვაშლის ძმარი გამოვიყენე. თითოეულ ჭიქაში მოვათავსოთ კვერცხის შესაღები სხვადასხვა ფერი. რამდენი ფერიც გვაქვს, იმდენ ჭიქას ვამზადებთ. კარგად მოვურიოთ. რა თქმა უნდა, კვერცხს ენდროთიც ვღებავ. თუმცა, ეს ხალისიანი ფერებიც მომწონს. თითოეულ ჭიქაში მოვათავსოთ მოხარშული კვერცხი. დაახლოებით, 2-3 წუთი გავაჩეროთ. შემდეგ ქაღალდდაფენილ თეფშზე გადავიტანოთ, რომ დაიწუროს. ბოლოს ზეთიანი ბამბით გავაპრიალოთ. ხალისიან აღდგომას გისურვებთ!
ნახეთ ვიდეო.