გიორგი მიქაუტაძის ლიონი ევროპა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედთან დაძაბულ, ორმატჩიან დუელში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
10 კაციანი ლიონი ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა საბოლოოდ მატჩი მანჩესტერელთა გამარჯვებით, 5-4 დასრულდა. ყველაფერი მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს გადაწყდა, სადაც იუნაიტედმა ბოლო წუთებზე ორი გოლის გატანა შეძლო და გამარჯვება მოიპოვა.
მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 64 წუთი გაატარა.
ცნობილმა უცხოურმა სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა ჟორჟის თამაში 10-დან 6.6 ქულით შეაფასა.
Post Views: 3,020