ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.
დაშავებულია კიდევ ორი ახალგაზრდა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა ქუთაისის ტორპედოს აკადემიის 15 წლის ფეხბურთელი, ბექა წვერავაა. მან ბოლო მატჩი 4 დღის წინ ჩაატარა…
„დიდ გულისტკენას განვიცდით… ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი აკადემიის ფეხბურთელის, ბექა წვერავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო.თანავუგრძნობთ ოჯახსა და მეგობრებს“, – ვკითხულობთ ქუთაისის ტორპედოს აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Post Views: 5,497