სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

დღეს “პსჟ”-ს თამაშია – ცნობილია იქნება თუ არა ძირითადში კვარაცხელია

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის გადადებული შეხვერა გაიმართება, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ნანტს“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ თამაშის გამო მიიღო.

ფრანგული მედია დღევანდელი შეხვედრისთვის პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობაზე წერს და მოიაზრებს, რომ ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტო თერთმეტეულში დააყენებს.

Le Parisien: დონარუმა – მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ზაირ-ემერი – რუისი, ვიტინია, ნევეში – კვარაცხელია, დემბელე, ლი.

L’Equipe: საფონოვი – მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ზაირ-ემერი – რუისი, ვიტინია, ნევეში – კვარაცხელია, დემბელე, ლი.

Leave a Comment