butfootballclub ნაპოლის ნახევარმცველის ზამბო ანგისას სიტყვებს ციტირებს :
„ჯერ კიდევ ის ხვიჩა არ არის, რომელიც ნაპოლიში იყო, რომელსაც მე ვიცნობ, მაგრამ ეს ნორმალურია. ახალი ქვეყანა, ახალი გუნდი, ახალი გარემო – მან გუნდელებთან საერთო ენა უნდა გამონახოს. კვარა მოხვდა გუნდში, სადაც დემბელე და დუე საოცარ ფორმაში არიან და ყველა შემტევს სურს თავისი სტატისტიკა გააუმჯობესოს.
კვარაცხელიას თავისუფლება სჭირდება. ის უნდა გრძნობდეს, რომ გუნდელები ენდობიან. ჯერ ბოლომდე არ განთავისუფლებულა. როცა ეს მოხდება – ხვიჩა ბევრს გააკვირვებს“. – განაცხადა ანგისამ
Post Views: 7,146