რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ “ნიცას” წინააღმდეგ ?პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა

რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ “ნიცას” წინააღმდეგ ?პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა

საფრანგეთის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

პარიზული გრანდი “ნიცამ” 3:1 დაამარცხა.

“პსჟ”-დან ერთადერთი გოლი ფაბიან რუისმა გაიტანა.

კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და აქტიურიც იყო. ქართველს გოლის გატანაც შეეძლო.

სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 10-დან 7.6 ქულით შეაფასა.

“პსჟ”-ს რიგებიდან ყველაზე დაბალი შეფასება მეკარემ, ჯიჯი დონარუმამ მიიღო (6.1 ქულა), საუკეთესო შეფასება კი დემბელემ დაიმსახურა (8.1 ქულა).

Leave a Comment