რა ხდება ნეაპოლის ქუჩებში როდესაც კვარაცხელიას თამაშია – რას წერენ იტალიური გამოცემები ?

ცვლილება სასტარტოში ? – ცნობილია იქნება თუ არა კვარაცხელია არსენალთან ძირითად შემადგენლობაში

ავტორიტეტულმა გამოცემამ, L’Equipe-მა ჩემპიონთა ლიგაზე “არსენალის” წინააღმდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა.

გამოცემა ვარაუდობს რომ “პსჟ”-ს შემადგენლობაში შესაძლოა დეზირე დუეს ნაცვლად ბრედლი ბარკოლა გამოჩნდეს.

პარიზული გრანდის სავარაუდო შემადგენლობა კი ასეთი იქნება :

„პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა L’Equipe-ის მიხედვით: ჯანლუიჯი დონარუმა, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიამ პაჩო, ჟოაუ ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, დეზირე დუე (ან ბრედლი ბარკოლა), ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე.

მატჩი თბილისის დროით სამშაბათს 23:00 საათზე დაიწყება.

Leave a Comment