დი ლორენცომ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა – ნაპოლის კაპიტანი მეგობარს არ ივიწყებს

დი ლორენცომ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა – ნაპოლის კაპიტანი მეგობარს არ ივიწყებს

ნაპოლისა და იტალიის ნაკრების განაპირა მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“პსჟ-ს თამაში ვნახე და კვარაცხელია ძალიან ძლიერია. კვარასთან ახლო კავშირს ვინარჩუნებ. იმედი მაქვს რომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს” – ამბობს დი ლორენცო.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ნაპოლიში ყველაზე ახლოს სწორედ ჯოვანისთან იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სხვა კლუბში გადავიდა, ფეხბურთელები დღემდე კითხულობენ ერთმანეთს.

Leave a Comment