ფრანგული გამოცემა L’Équipe ბრედლი ბარკოლას მომავლის შესახებ წერს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ფრანგ შემტევს გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.
„სეზონის პირველ წრეში ბრედლი ბარკოლა შესანიშნავად გამოიყურებოდა და იანვარში კლუბის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მასზე უარყოფითად აისახა. მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
ის ვერ მიხვდა, თუ რატომ განახორციელა პსჟ-მ ეს ტრანსფერი. ბრედლის ფლანგის გამოცვლა უწევს, სადაც ის ნაკლებად ეფექტურია. მას ამჟამად გუნდში სერიოზული სტატუსი არ აქვს და ამის ორი მიზეზი არსებობს: კვარაცხელიას ტრანსფერი და დეზირე დუეს პროგრესი.: – წერს გამოცემა.
Post Views: 345