ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე ლონდონის „არსენალს“ მიიღებს.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა, L’Equipe-მა და Le Parisien-მა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად თერთმეტეულში მოიაზრებს. როგორ L’Equipe-ის, ისე Le Parisien-ის შემადგენლობები ერთმანეთის იდენტურია:
დონარუმა – მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ჰაკიმი – რუისი, ვიტინია, ნევეში – დუე, დემბელე, კვარაცხელია.
პსჟ-სა და „არსენალის“ საპასუხო დაპირისპირება 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
Post Views: 915