“ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, მათ მივმართავ” – რას ამბობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ?

“ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, მათ მივმართავ” – რას ამბობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ?

იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ გადაცემა Salite sulla giostra-სთან ინტერვიუში პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა.

აურიემას თქმით, “ნაპოლის” “კვარასთვის” ახალი კონტრაქტი და მაღალი ხელფასი სკუდეტოს მოგებისთანავე უნდა შეეთავაზებინა.

“„კვარაცხელიას აღარ უნდოდა ნეაპოლში დარჩენა და მართალიც იყო, რადგან ის მოატყუეს და სწორედ მაშინ გადაწყვიტა, წასულიყო და “პარი სენ-ჟერმენთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ეცადა. მე ჯერ კიდევ ვკითხულობ ადამიანების შეურაცხმყოფელ კომენტარებს მის მიმართ — თქვენ უნდა შეგრცხვეთ.

მას შემდეგ, რაც “ნაპოლიმ” სკუდეტო მოიგო, დე ლაურენტისს კვარაცხელიასთვის კონტრაქტი მაშინვე უნდა შეეთავაზებინა და ხელფასი 200 000 ევროთი მოემატებინა, რადგან იგი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ვიმეორებ, “პარტენოპეის” ხელშეკრულება მაშინვე უნდა გაეგრძელებინა, თანაც ისე, რომ ხვიჩას ამის თქმა არც კი უნდა დასჭირვებოდა. კლუბი სხვანაირად მოიქცა, შედეგი კი ყველამ ვნახეთ. მათ შეცდომა დაუშვეს”, – განაცხადა აურიემამ

წყარო : Sportall.ge

Leave a Comment