ლეგენდარულმა იუპ ჰაინკესმა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი

ლეგენდარულმა იუპ ჰაინკესმა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი

ლეგენდარულმა იუპ ჰაინკესმა ფრანგულ L’Équipe-სთან ინტერვიუში 2013 წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა. მან რობენი და რიბერი დაცვაში კარგად თამაშის გამო დემბელესა და კვარას შეადარა.

იუპ ჰაინკესი: „პსჟ არაპროგნოზირებადი გუნდია. ლუის ენრიკეს უდიდესი წარმატება ის არის, რომ მან ფეხბურთელებს ჩაუნერგა დაკარგული ბურთის შემდეგ სწრაფად დაბრუნების მნიშვნელობა. მანამდე ეს არასდროს ხდებოდა და სწორედ ამან განაპირობა ჩვენი ტრიუმფი „უემბლიზე’’, როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ეს იყო ჩვენი წარმატების გასაღები, რობენი და რიბერი ყველგან დარბოდნენ. ახლა დემბელე და კვარა მსგავს რამეს აკეთებენ. პსჟ კარგად აწყობილი მანქანაა, რომლის დამარცხება ძალიან ძნელია’’.

Leave a Comment