ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ ათამაშებს გადამწყვეტ მატჩებში ძირითად შემადგნელობაში მუდმივად ხვიჩა კვარაცხელიას.
“პსჟ-ს შემტევებში მიმაჩნია რომ კვარაცხელია და დემბელე ერთ დონეზე არიან.
დუე კარგია, მაგრამ ადრეა იმის თქმა, რომ უკვე ტოპ ფეხბურთელია. რაც შეეხება ბარკოლას, ვფიქრობ ამ ოთხეულში ყველაზე სუსტი სწორედ ისაა. სწორედ ამიტომ ათამაშებს ლუის ენრიკე შემადგენლობაში ძირითადად დემბელეს და კვარაცხელიას” – განაცხადა გუცაევმა.
შეგახსენებთ, რომ კავარცხელიას პსჟ-ში გადასვმის შემდეგ ბრედლი ბარკოლას სათადარიგო სკამზე მოუწია გადასვლა.
Post Views: 5,104