ვიდეო:„ბოლოჯერ გნახე აქ… შენს ბიჭებთან მოხვედი და ნახევარ საათში წახვედი, მეჩქარება, უნდა დავბრუნდეო, რატომ გაგიშვი…“ – რა კადრებს ავრცელებს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

ვიდეო:„ბოლოჯერ გნახე აქ… შენს ბიჭებთან მოხვედი და ნახევარ საათში წახვედი, მეჩქარება, უნდა დავბრუნდეო, რატომ გაგიშვი…“ – რა კადრებს ავრცელებს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში ავტომობილის გადავარდნის შედეგად დაკარგულ ერთ პირს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა უტა ელიავაა, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

უტა ელიავას მეუღლე სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, რომლებიც მისი თქმით, მათი ბოლო შეხვედრის დროს არის გადაღებული:

„ბოლოჯერ გნახე უტი აქ… შენს ბიჭებთან მოხვედი და ნახევარ საათში წახვედი, უტა, მეჩქარებაო, უნდა დავბრუნდეო, რატომ გაგიშვი, რამდენი გაკოცე და ჩაგეხუტე. მალე მოვალო, ჩემო სიცოცხლეო – მითხარი, მე გელოდები, მოდი“, – წერს გვანცა გოროზია და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

ცნობისათვის, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, რომელიც აღნიშნულ ავტომობილში იმყოფებოდა, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 14 მაისის ღამეს მოხდა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს. პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

Leave a Comment