თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნას 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის დროს, ავტომობილის 4 მგზავრიდან მხოლოდ გიორგი თოლორაია გადარჩა.
ახალგაზრდა კაცი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტრაგიკულად დაღუპულ მეგობრებს ემშვიდობება.
„თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე. უწიკ ჩემი ძმა ხარ. მაგარი კაცი. ჩამახუტა ახლა ჩამაკოცნინა თქვენი თავი…“, – წერს გიორგი თოლორაია.
ცნობისთვის, პოლიციამ, მომხდარის გამო, ავარიაში მონაწილე, 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა.
მდინარეში ჩავარდნილი ერთი ახალგაზრდის ძებნას მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ.
Post Views: 2,964