დიდი შანსია, ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ კლუბს დაემშვიდობოს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ფრანგული Sport ავრცელებს.
„მიქაუტაძის საკუთარ რიგებში ხილვა არაერთ სახელოვან გუნდს სურს. ჩვენი ინფორმაციით, მათ შორის ტურინის „იუვენტუსიც“ იმყოფება. იტალიურმა კლუბმა უკვე გაუგზავნა ლიონს შესაბამისი შეტყობინება და ფრანგებს პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. მიქაუტაძის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა“, – წერს Sport-ი.
Post Views: 1,085