სად იპოვეს 10 დღის წინ მტკვარში გადავარდნილი გიორგი შამუგიას ცხედარი? – თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, სხვა ქალაქში აღმოაჩინეს…

სად იპოვეს 10 დღის წინ მტკვარში გადავარდნილი გიორგი შამუგიას ცხედარი? – თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, სხვა ქალაქში აღმოაჩინეს…

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მტკვარში იპოვეს ავარიის დროს დაღუპული გიორგი (გიგა) შამუგიას ცხედარი. ეს ინფორმაცია სამაშველო სამსახურში დაგვიდასტურეს. ახლობლის ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა რუსთავში იპოვეს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უმძიმესი ავარია თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 14 მაისს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ღამის საათებში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიმავალ “ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იჯდა, “მერსედესის” მარკის ავტომანქანა შეეჯახა და “ფორდი” მტკვარში გადავარდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი მალევე ამოიყვანეს წყლიდან, სიკვდილს სასწაულად გადაურჩა ზუგდიდელი ახალგაზრდა გიორგი თოლორაია, სწორედ გიორგისგან შეიტყვეს, რომ მანქანაში მისი მეგობრები იყვნენ და იმ წუთიდან სამძებრო სამუშაო დაიწყო.

როგორც ითქვა, მანქანიდან გამოსვლა 23 წლის გიორგი (გიგა) შამუგიამაც მოახერხა. როგორც გიორგი თოლორაია ამბობს, დაინახა, როგორ მოცურავდა ნაპირისკენ მისი მეგობარი, მაგრამ ამ დროს წყალში ჩავარდნილმა მანქანამ გადაუარა. ამის მერე გიგა შამუგიას კვალი გაქრა და ამ დრომდე ეძებდნენ.

საჭირო გახდა მტკვარში წყლის დონის დაწევა, ამ გზით მიაგნეს მაშველებმა იმ ავტომობილს, რომელშიც ბიჭები ისხდნენ. მანქანაში 24 წლის უტა ელიავას და 19 წლის დავით ოსეტროვის ცხედრები დახვდათ. გრძელდებოდა გიორგი შამუგიას ძებნა. აქვე შეგახსენებთ, რომ დაპატიმრებულია ავტომანქანის მძღოლი, 23 წლის ახალგაზრდა. ავარიის ერთ-ერთ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. დაკავებულს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაიღუპა სამი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, უტა და გიორგი განუყრელი მეგობრები იყვნენ. უტა ელიავას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მესამე ახალგაზრდა, რომელიც მათთან ერთად დაიღუპა, 19 წლის იყო, სტუმრად ჩამოვიდა საქართველოში.

Leave a Comment