14 მაისის ღამეს, თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. მომხდარი შემთხვევიდან მალევე, მაშველებმა წყლიდან ერთი მოქალაქე ამოიყვანეს.
15 მაისს კი სამაშველო ჯგუფებმა მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს. 10 დღიანი ძებნის შემდეგ, 24 მაისს, მტკვარში, ავარიის შედეგად გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.
ავტომობილის მტკვარში გადავარდნის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა უტა ელიავაა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ირკვევა, ტრაგიკულად დაღუპულ უტა ელიავას დღეს 25 წელი შეუსრულდებოდა.
„როგორ ელოდი ამ დღეს უტა
ჩემო სიცოცხლის აზრო, მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად, უშენობა ჯოჯოხეთია“, – წერს მისი მეუღლე.