როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ “ნაპოლი” იტალიის ჩემპიონი გახდა, ახალი რეგლამენტის თანახმად კი მედლები მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა მიიღეს, რომლებიც იმ მომენტში გუნდში ირიცხებოდნენ.
შესაბამისად ავტომატურად გაჩნდა განცდა, რომ მიმდინარე სეზონში კვარა სერია ა-ს ჩემპიონად არ ითვლება , მაგრამ უკვე რამდენიმე დღე გავიდა და ნებისმიერ ოფიციალურ საიტზე რომ შევაწმოთ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ორ გზის ჩემპიონია.
ასე რომ უკვე ფინალის წინ ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატი, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო. ეს მართლაც საოცარი მიიღწევაა და თუ გავითვალისწინებთ რომ კვარაცხელიას ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია, სავარაუდოა რომ ფეხბურთის ისტორიაში მსგავსი მაჩვენებელი ერთ წელს არც ერთ ფეხბურთელს დაუფიქსირებია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი “პსჟ-სა” და “ინტერს” შორის 31 მაისს საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
წყარო : Esport.ge