„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის ფინალურ მატჩზე კლუბის 600 წევრი მიიწვია, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
წერილში, რომელიც „პარი სენ-ჟერმენის“ ორგანიზაციის თანამშრომლებმა მიიღეს, წერია, რომ პრეზიდენტი მატჩის ბილეთებისა და ფრენის ღირებულებას დაფარავს.
ასევე, გუნდის შედეგების გათვალისწინებით მიღებული ბონუსიდან წილს კლუბის წევრებიც მიიღებენ. აქამდე აღნიშნული თანხა მხოლოდ ფეხბურთელებისთვის იყო გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დღეს საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
წყარო: 1tv.ge
Post Views: 2,271