“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას “პარი სენ ჟერმენთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს. ივანიშვილის განცხადებას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.
“ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!
ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა!
ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია.
მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო” – ნათქვამია ივანიშვილის მისალოც წერილში.
წყარო: palitravideo.ge