“ბიჭი დიდი ოცნებით”- როგორი ბუცებით ითამაშებს კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალს ?

2024/25 წლების სეზონის ტოპ 10 ტრანსფერი – რომელ ადგილზეა სიაში ხვიჩა კვარაცხელია ?

ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა 2024/25 წლების სეზონის ტოპ 10 ტრანსფერი დაასახელა. საუკეთესო ათეულში „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ დახურული გარიგებაც მოხვდა, რომელმაც იანვარში, „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა.

საინტერესოა, რომ ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ კვარაცხელიას ტრანსფერი მესამე ადგილზე გაიყვანა. ხვიჩაზე წინ ომარ მარმუში (აინტრახტიდან მანჩესტერ სიტიში) და ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტიდან ატლეტიკოში) იმყოფებიან. მათ გარდა, ტოპ 10-ში დომინიკ სოლანკე, ლენი იორო, ნიკო გონსალესი, პედრუ ნეტუ, ჟოაუ ნევეში, ამადუ ონანა და ტენ კოპმეინერსი მოხვდნენ.

წყარო : Crystalsport.ge

Leave a Comment