ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გახდა ცნობილი

სამტრედიაში, სოფელ დაბა კულაშში დილით მოულოდნელად 5 წლამდე ასაკის ბავშვი გარდაიცვალა.

როგორც მერის წარმომადგენელი ვლადიმერ სოხანეიშვილი ამბობს, ბავშვის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა მას შემდეგ, რაც დილით მამას წყალი სთხოვა. ოჯახის წევრებმა რეაგირება ვერ მოასწრეს – ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, სავარაუდო მიზეზად გულის გაჩერება სახელდება, თუმცა ზუსტი დიაგნოზი უცნობია.

„მიზეზი არ ვიცი. ბავშვს რამდენიმე თვის წინ რაღაც ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. ზუსტად არ ვიცი რა ოპერაცია გაუკეთდა. დღეს დილით ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა სახლში.

დილით მამამისი თურმე სამსახურში მიდიოდა, ბავშვს გაუღვიძია ამ დროს და მამასთვის უთქვამს წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა ბავშვი, რომ ვერაფერი მოასწრეს, ადგილზე გარდაიცვალა. ამბობენ გული გაუსკდაო. ზუსტი მიზეზი არ ვიცი. როგორ უნდა ანუგეშო ადამიანმა ეს ოჯახი, რომელიც ამ მწარე რეალობის წინაშეა დღეს. რამდენჯერ მყავს ნაფერები, როგორი საყვარელი პატარა იყო”, – ამბობს ვლადიმერ სოხანეიშვილი.

მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელშიც წერენ:

„გლოვის ზარია სამტრედიაში, დიდი მწუხარებაა ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენი პატარა თანაქალაქელი, 4 წლის ლილე დგვეფაძე მოულოდნელად გარდაიცვალა… სიტყვები უძლურია ამ მწუხარების გამოსახატავად და აღსაწერად, კიდევ უფრო რთულია ოჯახის განცდის გაგება… თანავუგრძნობთ ოჯახს, ქალაქს ამ დიდ მწუხარებასა და ტკივილს,“ – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში, რომელიც ჯგუფ „სამტრედიელებში“ გავრცელდა.

წყარო : ფორტუნა

Leave a Comment