ოსიმენი ალ-ჰილალს უახლოდვება | ცნობილია როგორ ანაზღაურებას ითხოვს ნიგერიელი არაბულ კლუბში

ოსიმენი ალ-ჰილალს უახლოდვება | ცნობილია როგორ ანაზღაურებას ითხოვს ნიგერიელი არაბულ კლუბში

ვიქტორ ოსიმენი საუდის არაბეთში გადასვლას დათანხმდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლიმ“ „ალ-ჰილალის“ წინადადება უარყო, რომელიც ნიგერიელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს გადასახდელად მზად იყო.

როგორც ინსაიდერი, ჯანლუკა დი მარციო წერს, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, თუმცა თავად ნეაპოლელებთან გარიგება ჯერჯერობით არ არის შემდგარი.

მისი ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონები „ალ-ჰილალისგან“ 75 მილიონს ითხოვენ.

როგორც ცნობილია, ოსიმენი არაბული კლუბისგან კვირაში 500 000 ევროს ითხოვს ხელფასის სახით.

Leave a Comment