ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა. მისი რჩეული 55 წლის ამერიკელი აგენტი დარენ პრინსია. თავად მომღერალი კი 28 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 26 წელია, რაც განხილვის საგნად იქცა ინტერნეტსივრცეში. ნიშნობის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებში თავად გაავრცელეს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოების კრიტიკას ასაკობრივ სხვაობაზე საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი – გიორგი ჭინჭარაული, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ნუცა ბუზალაძის ნაბიჯს სანამ გააკრიტიკებთ, ჯერ ლოთ ქმრებს „პახმელიის“ წამალი მიეცით, თქვენს 28 წლის „დედას ვაჟკაცებს“ პამპერსი გამოუცვალეთ, სიგარეტის ფული ჯიბეში ჩაუკუჭეთ, მერე ქმრის თუ შეყვარებულის მიერ დალურჯებულ ნეკნებზე ლიოტონის გელი გადაისვით და მოდით ვიჭორაოთ“,- წერს გიორგი ჭინჭარაული.
