„მისთვის ოჯახის წევრად იქცა…“ – ვინ არის კვარას პირადი ფიზიოთერაპევტი და რა უთხრა 18 წლის ასაკში ფეხბურთელმა მას

კვარაცხელია ოქროს ბურთის რეიტინგში ორი საფეხურით დააქვეითეს – ცნობილია მიზეზი

ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშება პორტუგალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რის შემდეგაც, Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა. ტოპ 10-ში რამდენიმე ცვლილებას ვხედავთ და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ორი საფეხურით დაქვეითდა.

ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალის შემდეგ, „კვარა“ მე-11 ადგილიდან მეშვიდეზე გადავიდა, „სელესაოს“ ტრიუმფის შემდეგ გამოქვეყნებულ რეიტინგში კი, მეცხრეზე იმყოფება. 24 წლის გარემარბს პორტუგალიელმა თანაგუნდელებმა, ვიტინიამ და ნუნუ მენდეშმა გადაუსწრეს.

ტოპ 10-ს რაც შეეხება, ცნობილი გამოცემის რეიტინგი ასე გამოიყურება: 1) უსმან დემბელე, 2) ლამინ იამალი, 3) რაფინია, 4) მოჰამედ სალაჰი, 5) კილიან მბაპე, 6) ვიტინია, 7) ნუნუ მენდეში, 8) დეზირე დუე, 9) ხვიჩა კვარაცხელია, 10) აშრაფ ჰაკიმი.

Leave a Comment