რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპს – ჩემპიონმა პირველი კომენტარი გააკეთა

რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპს – ჩემპიონმა პირველი კომენტარი გააკეთა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.

34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა.

მერაბმა აეროპორტში პირველი კომენტარი გააკეთა, თუ რა საუბარი შედგა ტრამპსა და მას შორის:

„რა თქმა უნდა, რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა ვუ­თხა­რი, ვახ­სე­ნე სა­ქარ­თვე­ლო. ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე, მითხრა კარგი ბრძოლა იყოო. მოეწონა ჩემი ბრძოლა… ძა­ლი­ან მცი­რე სა­უბ­რით შე­მო­ვი­ფარ­გლეთ“, – თქვა დვალიშვილმა.

დვალიშვილი საქართველოში საკუთარ მწვრთნელთან, ჯონ ვუდთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაჰყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.

Leave a Comment