ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დამარცხდა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით წააგო.
კვარაცხელია აქტიური იყო და გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა. ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა მისი გამოსვლა 7.8 ქულით შეაფასა, რაც ვიტინიას შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. Whoscored-ს რაც შეეხება, აღნიშნულმა პლატფორმამ „კვარას“ 6.9 ქულა დაუწერა (საუკეთესო მაჩვენებელი პსჟ-ის რიგებში).
ამჟამად პსჟ-ს ჯგუფში 3 ქულა აქვს, ასევე 3 ქულა აქვს მადრიდის ატლეტიკოს. ჯგუფს ბოტაფოგო ლიდერობს 6 ქულით, სიეტლი კი ბოლო ადგილზეა 0 ქულით.
Post Views: 5,426