სოციალურ ქსელში გვერდი Turkish TV Club პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :
“ცნობილი თურქი ინფლუენსერის, ნიჰალ ჯანდანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ანორექსიით დაავადებულ ნიჰალს, რომლის წონა 23 კილოგრამამდეა შემცირებული, გული გაუჩერდა. ექიმებმა დროული ჩარევით შეძლეს მისი გადარჩენა და გულის მუშაობის ხელოვნურად აღდგენა.
ნიჰალის დაავადების ისტორია იწყება მისი დაპატიმრებიდან. იგი 2023 წლის ნოემბერში დააკავეს „საზან სარმალის“ ტიპის თაღლითურ სქემაში მონაწილეობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.
მასთან ერთად დააკავეს და შემდეგ გათავისუფლეს მისი და, ბაჰარ ჯანდანი.
მარმარას ციხეში მოხვედრის შემდეგ, პროტესტის ნიშნად კვებაზე უარი განაცხადა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
ოჯახის წევრებისა და ადვოკატების განცხადებით, ნიჰალს განუვითარდა ანორექსია და მისი წონა 37 კილოგრამამდე დაეცა.
2024 წლის აპრილში ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს, მაგრამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.”