შოთა სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება – ცნობილია რომელ გუნდს გაწვრთნის არველაძე

შოთა სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება – ცნობილია რომელ გუნდს გაწვრთნის არველაძე

თურქული „ქასიმფაშას” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე გახდება. თურქული მედიის ინფორმაციით, მხარეები 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. ქართველი სპეციალისტი ბურაკ ილმაზს შეცვლის.

52 წლის სპეციალისტი „ქასიმფაშას” 2012-15 წლებში წვრთნიდა, ყოფილ კლუბში ბრუნდება, თურქეთში ხვალ ჩაფრინდება და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

2024-25 წლების სეზონში „ქასიმფაშა” თურქეთის სუპერ ლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა.

Leave a Comment