“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის საჩემპიონო ვახშამზე კომენტარი გააკეთა.
იტალიელმა ბიზმესმენმა ძირითადად მადლობა გადაუხადა ანტონიო კონტეს და ასევე მეტად რაც ჩვენთვის საინტერესოა მან ხვიჩა კვარაცხელიას ვარსკვლავი უწოდა.
“ჩვენ სეზონის შუაში ნამდვილი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დავრჩით, ამის მიუხედავად ანტონიო კონტემ შეძლო და მაინც მოიგო იტალიის ჩემპიონატი , იმედი მაქვს, კონტე განაგრძობს წარმატების მიღწევას პროფესიულ საქმიანობაში, რადგან ადამიანია, რომელიც იმსახურებს პატივისცემას და წარმატებას” – აცხადებს დე ლაურენტისი.
როგორც ჩანს პრესაში გავრცელებული შესაძლო კონფლიქტის მიუხედავად, დე ლაურენტისი კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს თუ რა დიდი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია.
წყარო : Esport.ge
Post Views: 1,588