ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და შვილთან დიალოგი გაიხსენა.
“როცა ბრძოლის შემდეგ ოქტაგონიდან გამოვედი, იცით რა მითხრა ჰუგომ პირველი?
რატომ დაარტყი მას ასე გვერდიდან, ქვემოდან უკეთესი იქნებოდაო. მეთქი კარგი, ამაზე ვივარჯიშებთ” – თქვა ილიამ.
თოფურიამ ასევე თქვა რომ ვოლკანოვსკისთან აღარასოდეს იჩხუბებს, რადგან ის ძალიუან უყვარს და დიდ პატივს სცემს.
ილიამ თქვა, რომ მათი გზები თუ კვლავ გადაიკვეთება, ეს მხოლოდ კულინარიულ შოუში მოხდება.
Post Views: 8,517