დიეგო ჟოტა გარდაიცვალა

დიეგო ჟოტა გარდაიცვალა

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.

უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის” ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მანქანაში იჯდა მისი 26 წლის ძმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ისიც ემსხვერპლა

ფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.

ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

წყარო: primetime.ge

Leave a Comment