ალენ დე­ლო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 1 წლის შემ­დეგ, ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს უმ­ცრო­სი შვი­ლი ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს

ალენ დე­ლო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 1 წლის შემ­დეგ, ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს უმ­ცრო­სი შვი­ლი ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს

ალენ დე­ლო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 1 წლის შემ­დეგ, ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს უმ­ცრო­სი შვი­ლი ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ალენ-ფა­ბი­ენ დე­ლო­ნის მტკი­ცე­ბით, მა­მა­მი­სი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი კაცი იყო, რო­მე­ლიც – სი­ბე­რე­შიც კი – ბა­ლი­შის ქვეშ და­ტე­ნი­ლი ია­რა­ღით იძი­ნებ­და. ფა­ბი­ე­ნი იმა­საც ამ­ბობს, რომ დე­ლო­ნი 14-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჰო­ლან­დი­ელ მო­დელ­ზე, რო­ზა­ლი ვან ბრი­მენ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და.

რო­გორც მსა­ხი­ო­ბის უმ­ცრო­სი შვი­ლი იხ­სე­ნებს, მა­მამ ის ერთხელ ძაღ­ლებ­თან ერ­თად გა­ლი­ა­ში გა­მო­კე­ტა.

ეს დე­ტა­ლე­ბი წიგნ­ში „სა­მუ­რა­ის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი“ გა­მო­აშ­კა­რავ­და, რო­მე­ლიც ფრან­გი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ლო­რენს პი­ო­სა და ფრან­სუა ვი­ნო­ლის მი­ე­რაა და­წე­რი­ლი.

მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და ეჭვი, რომ ფრან­გუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში უარ­ყო­ფი­თი ადა­მი­ა­ნი იყო. დე­ლო­ნი მე­ქალ­თა­ნის სა­ხე­ლი­თაც იყო ცნო­ბი­ლი: სხვა­დას­ხვა დროს ჰქონ­და რო­მა­ნი ჯეინ ფონ­დას­თან, ბრი­ჯიტ ბარ­დოს­თან და რომი შნა­ი­დერ­თან, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ ერთხელ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

1968 წელს ის სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა – მისი ახლო მე­გობ­რის, სტე­ვან მარ­კო­ვი­ჩის ცხე­და­რი პა­რი­ზის გა­რე­უ­ბან­ში, ნა­გავ­საყ­რელ­ზე იპო­ვეს. თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, მან დე­ლო­ნის სახ­ლში ორ­გია მო­ა­წყო და ყვე­ლა­ფე­რი ფა­რუ­ლი კა­მე­რით გა­და­ი­ღო. კად­რებ­ში, რო­გორც ამ­ბობ­დნენ, საფ­რან­გე­თის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჟორჟ პომ­პი­დუს მე­უღ­ლე, კლო­დი იყო ასა­ხუ­ლი, ხოლო მკვლე­ლო­ბა­ში მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი კორ­სი­კე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ფრან­სუა მარ­კან­ტო­ნი იყო.

წიგ­ნი დე­ლო­ნის ია­რა­ღის სიყ­ვა­რულ­საც უს­ვამს ხაზს. 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ი­დის დროს ჟან­დარ­მებ­მა 72 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და 3000-ზე მეტი ვაზ­ნა ამო­ი­ღეს – ყვე­ლა უკა­ნო­ნოდ იყო შე­ნა­ხუ­ლი. დე­ლონს სა­წოლ­ში და­ტე­ნი­ლი ია­რა­ღიც კი ედო.

ალენ-ფა­ბი­ენ­მა გა­იხ­სე­ნა 2023 წლის სა­ღა­მო, რო­დე­საც ის მცველ­თან ერ­თად ქა­ბა­ბის სა­ყიდ­ლად გა­ვი­და და დაბ­რუ­ნე­ბი­სას მა­მამ ია­რა­ღი და­უ­მიზ­ნა.

ცნო­ბის­თვის, ალენ დე­ლო­ნი 2024 წელს, 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იყო არა­ერ­თი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი, მათ შო­რის მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და „სე­ზა­რის“ პრე­მია მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის ფილმში „ჩვე­ნი ის­ტო­რია“, იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი „ოქ­როს გლო­ბუს­ზე“, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ბერ­ლი­ნი­სა და კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის სა­პა­ტიო ჯილ­დო­ე­ბი.

წყარო : Ambebi.ge

Leave a Comment